|
2018-12-12 16:21:17, 1628 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი პირველად აჭარბებს 13 მილიარდ ლარს
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი პირველად აჭარბებს 13 მლრდ ლარს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებულ ვერსიაში, დამატებით იზრდება 92.4 მლნ ლარით, მათ შორის, 40 მლნ ლარამდე იზრდება ინფრასტრუქტურის ნაწილში. „მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის - „ადამიანური კაპიტალის ინდექსით", კიდევ ერთხელ გამოვლინდა ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მიღწევები. ჩვენს პრიორიტეტებში აქცენტი, ძირითადად, ჯანდაცვისა და განათლების კომპონენტებზე კეთდება, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის პარალელურად. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაზე, რომლის შესრულებამ მნიშვნელოვნად უნდა გაგვიუმჯობესოს პოზიციები აღნიშნულ ინდექსში, რაც ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების შედეგი იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)