|
2018-12-11 19:42:53, 1651 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელი და ამორალურია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ამ ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულაცია სრულიად მიუღებელია. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში" ინტერნეტმომხმარებლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. „მინდა, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახს, ნათესავებს კოლეგებს, მოხდა ადამიანური ტრაგედია და ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია სრულიად მიუღებელი და ამორალურია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შეგახსენებთ, 9 დეკემბერს, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ დედამისი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. პოლიტიკურ ზეწოლაზე ია კერზაია თავადაც საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)