|
2018-12-11 17:28:33, 896 ნახვა
საზოგადოება
25 და 26 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, საშობაო კონცერტი - The Sound of Christmas გაიმართება
25 და 26 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, SOLO-ს მხარდაჭერით, საშობაო კონცერტი - The Sound of Christmas გაიმართება. როგორც SOLO livestyle-ს ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტზე წარსდგებიან ცნობილი ქართველი მუსიკოსები - ბექა გოჩიაშვილი და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი. ამასთან, მისი თქმით, კონცერტის სპეციალური სტუმრები იქნებიან საფესტივალო გუნდი, ყველასათვის ცნობილი მომღერლები ნატალია ქუთათელაძე, ლევან დეისაძე და მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი არტისტები - მაიკ მიტჩელი, ქემრონ გრეივისი და მაქს გერლი, რომლებიც დაუვიწყარ მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებენ. „ძალიან მიხარია, რომ ტრადიციულად SOLO ლაუნჯში ვაანონსებთ ისეთ ფანტასტიურ პროექტს, რომელიც ჩატარდება 25 და 26 დეკემბერს - The Sound of Christmas, რომელიც მოიტანს ძალიან საახალწლო და საშობაო განწყობას თბილისში და ბევრი საინტერესო სურპრიზი ელოდება მსმენელს. ამ კონცერტის მთავარი მონაწილეები არიან ნიკოლოზ რაჭველი და ბექა გოჩიაშვილი ორი ვუნდერკინდი, ასე, რომ ცოტა „გაჯაზებულ“ კლასიკას შემოგვთაავზებენ. ასევე გორის ქალთა გუნდი იქნება კონცერტის ერთ-ერთი მონაწილე, სხვადასხვა საინტერესო და საორკესტრო სიახლეებს წარმოგვიდგენენ. ბევრი პრემიერაც იქნება და ყველა შევძლებთ, რომ ჩავიფიქროთ საშობაო სურვილები და ვიყოთ ისეთი შეგრძნებით, რომ გარშემო თოვს“, - განაცადა ნინო ჩიქოვანმა. კონცერტის ფარგლებში, სპეციალურად ამ დღისთვის შესრულდება მუსიკალური პრემიერები. საკონცერტო ბილეთების გაყიდვა შესაძლებელია ჭავჭავაძის, აბაშიძისა და ყაზბეგის SOLO ლაუნჯებში. ასევე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.tkt.ge -ზე. SOLO-ებისთვის ბილეთის ფასი 70 ლარიდან იწყება. მათთვის კი ვინც არ არის სოლო, ბილეთების შეძენა 90 ლარიდან არის შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
(R)
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)