|
2018-12-10 19:56:58, 1853 ნახვა
ეკონომიკა
კონკურენციის სააგენტო პურის ფასის ზრდაზე - ბაზარზე არსებულ ვითარებას უმოკლეს ვადებში შევისწავლით
კონკურენციის სააგენტომ პურის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით, ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე არსებულ ვითარებას შეისწავლის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტო მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს. „საქართველოს პრემიერ მინისტრის - მამუკა ბახტაძის დღევანდელი განცხადებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის - ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას და დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს მონიტორინგს. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიზანია, შესაბამის ბაზრებზე, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება, არსებული სიტუაციის დროული შეფასება და სიღრმისეული კვლევა-ანალიზი“, - ნათქვამია განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)