|
2018-12-10 19:49:22, 4195 ნახვა
საზოგადოება
სესხების განულებასთან დაკავშირებით შექმნილი ვებ-გვერდი - vali.ge ამოქმედდა
სპეციალური ვებ-გვერდი - vali.ge, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, ამოქმედდა. vali.ge-ზე მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმონ. როგორც ვებ-გვერდის აღწერაშია მოცემული, სიას უახლოეს პერიოდში დაემატება სხვა საფინანსო ორგანიზაციები, რადგან მიმდინარეობს ბაზების დაზუსტების პროცედურები. „ვებ-გვერდი შექმნილია და განკუთვნილია სოციალური მიზნებისთვის, კერძოდ, „სესხების პატიების პროექტის“ ფარგლებში მოქცეული პირებისთვის/მსესხებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების, მსესხებლების მიერ პროექტში მოქცეულ დავალიანებაზე მონაცემების გადამოწმების და პროექტის ფარგლებში სასესხო ვალდებულებების პატიების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ვებ-გვერდი იფუნქციონირებს 2019 წლის 31 დეკემბრის 18:00 საათამდე. ზემოხსენებული თარიღის შემდგომ ვებ-გვერდი წყვეტს ფუნქციონირებას. ამ ეტაპზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“. უახლოეს პერიოდში დაემატება სხვა საფინანსო ორგანიზაციები, რადგან მიმდინარეობს ბაზების დაზუსტების პროცედურები“, - ნათქვამია vali.ge-ს ინფორმაციაში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)