|
2018-12-10 18:31:24, 1483 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია პურის ფასის გაზრდაზე - ამან გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის თვალსაზრისით, რასაც გამოვიძიებთ
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, პურის ფასის გაძვირებამდე არასამართლიანი კონკურენციის პირობებს მთავრობა ვერ ხედავდა. მისი თქმით, პურის ფასის მომატებამ გამოიწვია მთავრობის ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის კუთხით. „ჩვენ აქამდე ვერ ვხედავდით არასამართლიანი კონკურენციის პირობებს. დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა. ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის თვალსაზრისით, რასაც გამოვიძიებთ და შევისწავლით. თუ იქნება რაიმე პრობლემა, რეაგირებას მოვახდენთ. რაც შეეხება იმას, არის თუ არა გარე ფაქტორები, რომელსაც შეეძლო გამოეწვია პურის ფასის გაძვირება, ჩვენ გადავხედეთ ინფორმაციას საერთაშორისო ბაზრებზე და კი, არის ისეთი სიტუაცია რასაც შეიძლება გამოეწვია პურის ფასის ზრდა. მაგალითად, მსოფლიო ბაზრებზე აწეულია ხორბლის ფასი. თუ ჩვენ დავნახავთ, რომ არის რეალურად არაკონკურენტული გარმოს გამო მოხდა ფასის აწეევა, მაშინ რეაგირებას მოვახდენთ, არაკონკონკურენციის სააგენტოს ფარგლებში“, - განაცხადა ქობულიამ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)