|
2018-12-10 13:53:52, 1462 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე ია კერზაიას საქმეზე: დაუშვებელია, 21-ე საუკუნეში მსგავსი რამ ხდებოდეს
„თუ ჩვენ გვინდა, რომ შევდგეთ, როგორც სახელმწიფო, როგორც დემოკრატიული საზოგადოება, აუცილებელია, ყველა ასეთ ფაქტს ჰქონდეს რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ კერზაიაზე განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს. „მე გამოვთქვამ იმედს, რომ საზოგადოების თითოეული წევრი დადგება ბაჩანა შენგელიას და მთელი ოჯახის გვერდით ამ საქმის დეტალურად შესწავლასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ გვინდა, რომ შევდგეთ, როგორც სახელმწიფო, როგორც დემოკრატიული საზოგადოება, აუცილებელია, ყველა ასეთ ფაქტს ჰქონდეს რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, თითოეული ჩვენგანის მხრიდან იმიტომ, რომ დაუშვებელია მსგავსი რამ ხდებოდეს 21-ე საუკუნეში, ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროკავშირის წევრობაზე და ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიის განვითარებაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ მისი დედა პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მანვე აღნიშნა, რომ ზეწოლა განათლების სამინისტროსგან მოდიოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)