|
2018-12-07 15:54:11, 946 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და საფრანგეთის სააღსრულებო უწყებებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს
საფრანგეთში, ქალაქ პარიზში აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის მუდმივმოქმედი საბჭოს (UIHJ) საშემოდგომო სესია გაიმართა, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. კონფერენციაზე ასოციაციის წევრმა სახელმწიფოებმა საკუთარი ქვეყნის სააღსრულებო სისტემისა და სერვისების განვითარების შესახებ ანგარიში წარმოადგინეს. ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის აღსრულების პალატის ვიცე პრეზიდენტის, პატრიკ საფარის მიწვევით, ქართული დელეგაცია იმყოფებოდა საფრანგეთის აღსრულების პალატაში (French Huissiers de Justice), სადაც ფრანგი კოლეგების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და სამუშაო გარემო დაათვალიერეს. საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს ის გამოცდილება გაუზიარეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ქართული სააღსრულებო სისტემის განვითარების კუთხით დაგროვდა. კერძოდ, საუბარი შეეხო ქართული სააღსრულებო სისტემის რეფორმებსა და განხორციელებულ ცვლილებებს. ქართულმა მხარემ ფრანგი კოლეგები ქართული სააღსრულებო სისტემისა და განხორციელებული ინოვაციური რეფორმების გასაცნობად საქართველოში მოიწვია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)