18:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 17:29:56, 1583 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს წესს, რომლითაც ინაუგურაციის ჩატარების ადგილი განისაზღვრება

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს წესებს, რომლის მიხედვითაც ინაუგურაციის ჩატარების პირობები განისაზღვრება. 

კახიშვილის განმარტებით, დღეს არსებული წესი ქვეყნის დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება. 

"2001 წლის პრეზიდენტის ბრძანებულება დღეს უკვე არ არის ჰარმონიაში დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრემიერს ადმინისტრაციაში მუშავდება ინაუგურაციის ჩატარების წესი", - განაცხადა კახიშვილმა.

საუბარია პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც ინაუგურაციის ადგილად განსაზღვრულია თბილისში, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობა და იმ პირთა წრე, რომელიც ამ დროს პრეზიდენტს ხვდება. 

კახიშვილის თქმით, ამავე წესის თანახმად პრეზიდენტს სახელმწიფო მდივანი უნდა დახვდეს, თუმცა ეს თანამდებობა საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში აღარ არსებობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics