|
2018-12-04 20:23:17, 1460 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ნიკა რურუას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა რურუას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ნიკა რურუა გამორჩეული პოლიტიკოსი იყო. „ნიკა იყო ჩემი მეგობარი. ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყოველთვის, ყველა ეტაპზე საინტერესო იყო. ნიკა იყო ბევრ კულტურის მინისტრს შორის გამორჩეული კულტურის მინისტრი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, დღეს ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. „მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)