|
2018-12-04 13:05:21, 820 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 2018 წელს ხანძრით დაზარალებული 48 ოჯახისთვის 377 042 ლარი კომპენსაცია გასცა
მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 50 000 ლარი გამოყო. აღნიშნულ პერიოდში ხანძრის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ორი, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში სამი ოჯახი დაზარალდა. მათ შორისაა ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში მცხოვრები ოჯახი, სადაც ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. „სამწუხაროდ ხანძარმა ხუთივე ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ჩვენ თითოეულ მათგანს დადგენილებით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას - 10 000 ლარს გამოვუყოფთ. კომისიის რეკომენდაციით, ჯამში 50 000 ლარი გაიცემა. უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ ჭახაურში მცხოვრებ ოჯახს, სადაც ტრაგედია დატრიალდა, დახმარება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამაც გაუწია“, - აღნიშნა შერეული სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, ზაალ მიქელაძემ. ოჯახების დასახმარებლად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 377042 ლარი გაიცა.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)