20:52 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 11:39:28, 995 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები დამატებით, 34 ოჯახს დაუკანონდება

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საკუთრებაში დამატებით, 34 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფართები სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდებათ.

„საცხოვრებლების დაკანონების პროცესი გრძელდება. ამჯერად, ფართები საკუთრებაში 34 ოჯახს გადაეცემა. ეს ოჯახები სხვადასხვა უბანში ცხოვრობენ. კერძოდ, დიდ დიღომში, ვანის, რეხის, ჭიჭინაძის, ახვლედიანისა და ბერიაშვილის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, ქინძმარაულის შესახვევში, ასევე, საქსოვმანქანისა და ფონიჭალის დასახლებებში. მათაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ - წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ და მინდა მივულოცო მათ აღნიშნული პროცესის დასრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მერიის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ, ფართები ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სიმბოლურ ფასად უკვე 411 ოჯახს გადაეცა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics