17:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 17:49:30, 1610 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარებისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარების პრეცენდენტის შესაქმნელად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს.

გიორგი აბაშიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უფლებამოსილების გადაბარების ეს დემოკრატიული პრეცედენტი სამაგალითო იქნება შემდგომი პრეზიდენტებისათვის.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა არჩეული პრეზიდენტის გუნდის წევრთან ბატონ ლაშა ჟვანიასთან. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაბარება ცივილურად განხორციელდეს.

ადმინისტრაციის ყველა რგოლში მუშაობენ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები და თითოეული მათგანის კვალიფიკაცია ჩვენ ქვეყანას ძალიან სჭირდება“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics