|
2018-12-03 15:34:22, 1879 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მიუღებელია ბულინგი, რასაც გვარამია აწარმოებდა - იმუქრებოდა, ყველას დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს მაგან?!
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი ძალიან კარგი ადამიანია და მასზე კარგის მეტი არაფერი ეთქმის. ამასთან, როგორც კალაძემ ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის სეფასებისას განაცხადა, მსგავსი ტიპის ძალადობა კატეგოოირულად მიუღებელია. „დათო უპატიოსნესი ადამიანია მართლა. წლების განმავლობაში საკრებულოს პროტოკოლის უფროსია. მაგ ადამიანზე კარგის მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა. ის ფაქტი რაც ქუთაისის აეროპორტში მოხდა, ძალიან ცუდია. ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის, თუმცა ძალიან სამწუხაროა და მე ამაზე ყველა გამოსვლაში მივუთითებდი, რომ კატეგორიულად მიუღებელია რაც ხდებოდა. პირდაპირ ეთერიდან დედის გინებაზე იყვენენ გადასული და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ვიღაცა შეურაცხყოფას მიაყენებს. რასაც დასთეს იმას მოიმკი - ხომ იცით ეს გამონათქვამი. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია ბულინგი, რასაც თქვენი გენერალური დირექტორი აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში. მხედველობაში მაქვს გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, რასაც ის მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში აკეთებდა, აკეთებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მისი მხარდამჭერების მიმართ. იმუქრებოდა ჩარეცხვით, ემუქრებოდა ადამიანებს, რომ ყველას დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს ან ვინ უნდა ჩარეცხოს გვარამიამ,“ - ამბობს კალაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)