|
2018-12-02 17:11:43, 1714 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: გურიაში საარჩევნო უბანთან ყალბი პირადობის მოწმობები იპოვეს - ეს საქმე წავა პროკურატურაში
„გურიაში საარჩევნო უბანთან იპოვეს 10-20 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანების ყალბი პირადობის მოწმობები“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზოციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უპრეცენდეტო დარღვევების ფონზე ჩატარდა. „28 ნომბერს ჩვენ გვქონდა მოსყიდვა, პირადობის მოწმობების გაყალბება, პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, სუს-ის მიერ მართული კრიმინალი, საარჩევნო უბნებთან დახვედრა, ხმის ფარულობის დარღვევა, კარუსელები, ათიათასობით ბიულეტინის გაუქმება. მინდა გაჩვენოთ ის, რაც გურიაში საარჩევნო უბანთან იპოვეს ყალბი პირადობის მოწმობები. ეს ის საქართველოს მოქალაქეები არიან, ვინც 10 და 20 წლის წინ გარდაიცვალნენ, ვინც „საფლავიდან ადგნენ“ რომ ბიძინა ივანიშვილის არჩეული კანდიდატისთვის ხმა მიეცათ. ეს არის ის საოცარი დემოკრატია, რომლის პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს ყველაფერი წავა პროკურატურაში და დედიმისის შვილები არიან და არ გამოძიონ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ცნობისთვის, პირადობის მოწმებები სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, კახა ასკურავამ გაავრცელა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)