|
2018-12-01 13:49:29, 1558 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: ვეცდებით, დროულად მოვუგვაროთ მოსახლეობას ის პრობლემები, რაც სტიქიის შედეგად მიადგათ
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს პირადად ეცნობა. მინისტრი სამეგრელოში გუშინ ღამე გაემგზავრა, მოსახლეობას დილიდან ხვდება და მათთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს პირადად ეცნობა. "ყველაზე მძიმე მდგომარეობა დღეს აქ არის, დევნილთა დასახლებაში. სამწუხაროდ, სტიქიამ დააზიანა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილი, მათი საცხოვრებელი სახლები. ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვეცდებით წვიმისგან დავიცვათ ეს ხალხი და უახლოეს მომავალში დაიწყება სარემონტო სამუშაოები. იქნება ეს ყველაფერი კონტროლზე აყვანილი, რომ არ მოხდეს ამის დროში გაჭიანურება და ისედაც განსაცდელში მყოფ ადამიანებს, სტიქიის შედეგად დამატებითი პრობლემები არ შეექმნათ. მაქსიმალურად ვეცდებით დროულად მოვუგვაროთ ის პრობლემები, რაც ამ სტიქიის შედეგად მიადგათ. სენაკშიც მსგავსი მდგომარეობაა, იქაც დევნილებით განსახლებულ კორპუსში სახურავი დაზიანდა. ზუგდიდში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა მსგავსი მდგომარეობა. კერძო სახლებიც დაზიანდა და სწრაფად მივეხმარებით. ფოთშიც მძიმე სიტუაციაა, რამდენიმე საბავშვო ბაღია დაზიანებული, ფანჯრებია დამტვრეული და საფარია გადახდილი. ახლა ფოთშიც ჩავალთ და ვნახავთ რა ხდება ადგილზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია უკვე იმყოფებოდა სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც მოსახლეობას ძლიერი ქარისგან ზიანი მიადგა. შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვდებიან. ვიცე-პრემიერი სამეგრელოს რეგიონში განაგრძობს დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას და სტიქიისგან დაზარალებულ ყველა ლოკაციას პირადად მოინახულებს. ძლიერმა ქარმა გუშინ დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროსადენები, ძირიანად მოგლეჯილი და წაქცეულია ათეულობით ხე. გუშინვე, სამეგრელოს რეგიონში სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელიც იღებდა და მყისიერად რეაგირებდა დაზარალებული მოსახლეობის შეტყობინებებს. სახელმწიფოს ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)