|
2018-11-30 16:04:44, 752 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ქედის ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის, სპეციალური პროგრამა შემუშავდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მეთაურობით, აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა ქედაში გაიმართა. გასვლით სხდომაზე რეგიონის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს სპეციალური პროგრამის შემუშავება დაავალა, რომელიც აჭარაში ღვინის ტურიზმის უფრო მეტ განვითარებას უზრუნველყოფს. „მეღვინეობის კუთხით მომავალ წელს შემუშავებული იქნეს სპეციალური პროგრამა, რომლის საფუძველზეც ქედაში უფრო მეტი დინამიკა, უფრო მეტი შედეგი გვექნება მეღვინეობის განვითარების კუთხით. მეღვინეობა იქნება სწორედ ის წინაპირობა, რომელიც სოფლად ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა ეკონომიკის მინისტრს მახუნცეთის განვითარების გეგმაზე და ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაავალა. მისი თქმით, ქედა უამრავ ტურისტს მასპინძლობს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორი და მიზანმიმართული განვითარება, რასაც წინასწარ გაწერილი სტრატეგია და მეღვინეობის განვითარების მიზნით შემუშავებული სპეციალური პროგრამა შეუწყობს ხელს. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ახალი განვითარების გეგმით მახუნცეთი უნდა გახდეს ტურისტული მიმზიდველობის ცენტრი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე რეგიონის სტუმრებისთვის.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)