16:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 19:57:33, 1090 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის საგარეო უწყება - ვიმედოვნებთ, არჩევნების შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და მას წარმატებულად აფასებს.

 „მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური წარმატებით ჩატარდა.

ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება.

გვჯერა, რომ არჩევნების შედეგები შემდგომში ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას თურქეთსა და საქართველოს შორის“, - თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59.52% მიიღო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics