|
2018-11-28 22:33:27, 1742 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: გამარჯვება არის დამაჯერებელი - ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეგზიტპოლების შედეგებით სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს. კობახიძემ ზურაბიშვილს წარმატება უსურვა: "როგორც მოგეხსენებათ, გამოცხადდა ეგზიტპოლის შედეგები და ეგზიტპოლი უკვე ცხადყოფს იმას, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით საბოლოოდ შედეგების დათვლას. სურათი არის დღესავით ნათელი. მე მინდა გაგაცნოთ, პრაქტიკულად, უკვე ოფიციალური მონაცემები, რომლებიც შემოდის ჩვენთან უბნებიდან. საუბარია, რეალურად, ოქმის მონაცემებზე, რომლებსაც გვაწვდიან ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე. ამ მონაცემების თანახმად, დათვლილია 290 ათასი ხმა, რაც არის რეალურად 15%-ზე მეტი უკვე დასათვლელი ხმების, 630 უბანზე არის დათვლილი ხმები. მონაცემების თანახმად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ამ უბნებზე აქვს მიღებული 188 103 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 102 735 ხმა, რაც პროცენტებში არის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი 65 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძე 35 პროცენტი. ვფიქრობ, რომ სურათი არის დღესავით ნათელი. გამარჯვება არის დამაჯერებელი და მინდა მივულოცო, კიდევ ერთხელ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. მინდა მას ვუსურვო წარმატებები. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირსეული პრეზიდენტი", - განაცხადა კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)