15:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 22:27:26, 1671 ნახვა

კომენტარი
დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია

„ბიძინა ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია და ამ დაღმასვლის დამადასტურებელი არის ეს გამოღლეტილი, მითვისებული ხმები, რომელიც საკუთარ კანდიდატს გამოუწერა“, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ეგზიტპოლების პირველად შედეგებს.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძისნაირი ძლიერი ოპოზიციური კანდიდატი საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

ამასთან, მისი შეფასებით, მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებში „გამოცდა ვერ ჩააბარა“.

„ძალიან პირობითად შეგვიძლია ჩვენ ამას დავარქვათ არჩევნები, რომელიც დღეს ჩატარდა. ერთის მხრივ, ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი კონკურენცია საქართველოში არამარტო საპრეზიდენტო, არამედ არცერთ არჩევნებში არ ყოფილა. ასეთი ძლიერი ოპოზიციის კანდიდატი არასოდეს არ ყოფილა 90-იანი წლებიდან მოყოლებული. პირველი ადგილი ყოველთვის გარკვეული იყო და ბრძოლა იყო მეორე ადგილისთვის და ამ ვითარებაში გრიგოლ ვაშაძემ ძალიან ღირსეულად წარმართა მისი კამპანია. იყო ძალიან კვალიფიციური კანდიდატი. როგორი იქნება საბოლოო შედეგი ამას ვნახავთ. ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა გამოცდა, პრაქტიკულად ძალიან ბინძური საარჩევნო კამპანია აწარმოა. ეს იყო ზიზღზე აგებული კამპანია მათი მხრიდან და ასეთ ვითარებაში სრულიად მკაფიო არის, რომ სასტარტო პოზიცია ქართულ დემოკრატიულ ოპოზიციას აქვს ძალიან მაღალი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

ცნობისთვის, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოქვეყენდა. ორივე ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

Edison research - სალომე ზურაბიშვილი 55% / გრიგოლ ვაშაძე 45%

Gallup International - სალომე ზურაბიშვილი 58% / გრიგოლ ვაშაძე 42%





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics