|
2018-11-28 13:36:01, 1622 ნახვა
კომენტარი
ლადო ბოჟაძე მარნეულში პოლიციის მობილიზებას საჭიროდ თვლის - „გვახსოვს ორი წლის წინანდელი დაპირისპირება, დაზიანებული პოლიციელებიც“
ექსპერტმა ლადო ბოჟაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში, მარნეულში პოლიციის მობილიზების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ განვითარდება არჩევნების დროს მოვლენები, შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქებში სადაც მაღალია რაიმე გართულების ალბათობა, პოლიცია უნდა იყოს მობილიზებული. მისი თქმით, 2 წლის წინ, მარნეულის საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა ინციდენტებს, მათ შორის სამართალდამცველების დაზიანების შემთხვევებს, შესაბამისად აუცილებელია პოლიცია იყოს მზად, განსაკუთრებით უბნებზე ხმების დათვლის პროცესში. „ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ორი წლის წინანდელი არჩევნები, ის დაპირისპირება რომელიც მარნეულის საარჩევნო ოლქში მოხდა, მათ შორის დაპირისპირება სუბიექტის მხარდამჭერებს შორის და რაც ყველაზე მთავარია, მაშინ ჩვენ ვნახეთ ფიზიკურად დაზიანებული პოლიციელები. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გარკვეული ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში მოწყვლადი საარჩევნო ოლქების შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ პოლიცია არსად გამოჩნდეს, არსად ფიგურირებდეს, არსად იყოს და მართლა რაღაც ინციდენტები მოხდეს, მერე უკვე დავიწყებთ საუბარს იმაზე, რატომ არ იყო პოლიცია, რატომ არ მოხდა დროული რეაგირება. პოლიცია და ბუნებრივია ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, უშუალოდ არჩევნების დროს როგორ განვითარდება მოვლენები და რაც ყველაზე მთავარია, როდესაც უკვე 20 საათის შემდეგ, გამოქვეყნდება პირველადი შედეგები, დაიწყება უბნებზე ხმების დათვლა და ორივე საარჩევნო სუბიექტი სავარაუდოდ მოუწოდებს საკუთარ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, დაიცვან ხმები“, - განაცხადა ექსპერტმა ლადო ბოჟაძემ.
(ns)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)