17:33 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 12:44:54, 3751 ნახვა

საზოგადოება
ცესკო - არჩევნების მეორე ტურისთვის, ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 9 ათასით არის გაზრდილი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 9 ათასით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სიაში შედიან ის ამომრჩევლებიც, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ სრულწლოვანები ან ხვალ, 28 ნოემბერს ხდებიან.

„სია დაახლოებით ცხრა ათასი ამომრჩევლით არის გაზრდილი. საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაიაქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. ამაში შედიან ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან ხვალ, 28 ნოემბერს გახდებიან. 33 ათასზე მეტი მოქალაქის შესახებ ამოიღო ცესკომ ინფორმაცია, კანონიდან გამომდინარე, სხვადასხვა უწყებებისგან მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ. ასე რომ არის განსხვავებული მონაცემები იმ ციფრებთან შედარებით, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics