|
2018-11-26 18:00:19, 1440 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩვენი საგარეო პოლიტიკა კორექტივებს არ ექვემდებარება
„პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია ამ არჩევნებთან მიმართებით არის ის, რომ საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას „ნაცმოძრაობის” დაბრუნებას და ისინი მოქმედებენ ამ პოზიციის შესაბამისად. ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ჩვენს საგარეო პოლიტიკას”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, მმართველ გუნდსა და „პატრიოტთა ალიანსს“ განსხვავებული პოზიციები აქვთ. ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკა კორექტივებს არ ექვემდებარება. “ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიციები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. გაჟღერდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია ამ არჩევნებთან მიმართებით. მათი პოზიცია არის ის, რომ საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას „ნაცმოძრაობის” დაბრუნებას. ეს იყო მათი პოზიციის საფუძველი და ისინი მოქმედებენ ამ პოზიციის შესაბამისად. ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ჩვენს საგარეო პოლიტიკას. დისკომფორტს შეგვიქმნიდა ის, რომ რაიმე კორექტივი შეგვეტანა ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი საგარეო პოლიტიკა კორექტივებს არ ექვემდებარება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)