|
2018-11-26 09:28:50, 812 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევში ახალი სკვერი გაიხსნა
ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევ N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო. ისნის რაიონის გამგეობამ აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობის თხოვნით განახორციელა, რომელსაც ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სკვერში გამწვანების აქციაც გაიმართა, სადაც რაიონის გამგებელმა მოსახლეობასთან ერთად, მარადმწვანე ხეები დარგო. „ნავთლუღში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით კიდევ ერთი ლამაზი სკვერი მოვაწყვეთ. ამ რეკრეაციულ სივრცეში, რომელიც დღეს გავამწვანეთ, ახალგაზრდებისა და ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენს რაიონში მსგავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მომავალშიც აქტიურად ჩავატარებთ“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევ N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო მრავალფუნქციური კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედანი, დაიდგა საბაღე სკამები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, ატრაქციონების ადგილას, ბავშვების უსაფრთხოებისთვის დაიგო სპეციალური რბილი იატაკი, მოეწყო ღობე და გარე განათების სისტემა. პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 114 525 ლარით დაფინანსდა. ისნის რაიონის გამგეობა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მომდევნო წელსაც არაერთ მისმამართზე გეგმავს.
(NS)
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)