|
2018-11-22 17:27:11, 1181 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ტერიტორიული სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების ეტაპი 10 დეკემბერს დასრულდება
„იუსტიციის სამინისტრომ, 50-ზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი და არაერთი იუსტიციის სახლი ააშენა და გავხსენა ბოლო 5 წლის განმავლობაში", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტერიტორიული სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების ეტაპი 10 დეკემბერს დასრულდება. "შესაბამისად, ჩვენ გვინდა, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც მრავალი წელია, ტერიტორიულ სამსახურებში მუშაობს, საჯარო რეესტრსა თუ სამოქალაქო რეესტრში, შევინარჩუნოთ და მათ მუშაობა განაგრძონ საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც უკვე 2019 წელს გაიხსნება საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები, ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებს ვატრენინგებთ წინასწარ უკვე მოქმედ საზოგადოებრივი ცენტრებსა ან იუსტიციის სახლებში. ამჟამადაც რამდენიმე ტერიტორიული სამსახურის ორი სხვადასხვა სსიპის (საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტო) თანამშრომლები იმყოფებიან საზოგადოებრივ ცენტრებში გადამზადებაზე 10 დეკემბრამდე. 10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე ახალი ტალღა გაემგზავრება ტრენინგზე და ეს გაგრძელდება იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ გადამზადდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ უკვე არსებულმა, მრავალი წლის გამოცდილების მქონე კადრებმა, რომლებიც შეიძლება ჩემი წინამორბედების, სხვადასხვა მინისტრების დროს მოვიდნენ სისტემაში", - აღნიშნა მან.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)