15:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 16:12:29, 1309 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ გიორგაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, თურქეთში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ოჯახმა მიიღო.

"მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა არ გართულებულა. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ უკეთესობისკენ მიდის. ჩვენ ყველაფერი გავაკეკეთეთ, რათა მისი მდგომარეობა დაგვესტაბილურებინა. ოჯახს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი მისი გადაყვანა თურქეთში. ის დღეს დილით გადაიყვანეს და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა", - აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, 17 ნოემბრის საღამოს მიხეილ გიორგაძე ყვარელში ავარიაში მოჰყვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულიხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics