|
2018-11-21 15:08:42, 1312 ნახვა
კომენტარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესაძლებლობას გამორიცხავს
ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე სიცრუეს უწოდებს. როგორც სარჯველაძემ განაცხადა, პირადობის მოწმობის დაბეჭდვას სპეციალური პროცედურები სჭირდება და ამ პროცედურების გავლის გარეშე, მისი დამზადება შეუძლებელია. "დასახელდეს კონკრეტული ფაქტები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ანალიზი. თუმცა საკმარისად ითქვა ამის გამომრიცხავი ბევრი გარემოება. ვინაიდან, საბეჭდი ცენტრები იმ რეგიონებში, რომელზეც იყო საუბარი, საერთოდ არ არის განთავსებული და განთავსებულია სრულიად სხვა ტერიტორიულ ერთეულებში. არცერთი მიმართულებით არ შეიძლება, რომ არსებობდეს შანსი იმისა, რომ რაიმე რეალური დასაყრდენი ჰქონდეს იმ განცხადებებს და ბრალდებებს, რაც გუშინ გამოითქვა. გამიჭირდება წინასწარ პროგნოზირება, ვინ შეიძლება დაიბარონ, როგორ წარიმართოს პროცედურა, ამაზე პროგნოზების გაკეთება ჩემი მხრიდან არ ივარგებს,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)