14:46 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 10:41:00, 1099 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები გვექნება

„პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე და ძალიან მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები გვექნება“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა,მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ წამყვანის შეკითხვას, თუ რა  ნაბიჯებს გეგმავს ხელისუფლება იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეთ პენსიონრებს, რომლებიც „შავ სიაში“ არ ხვდებიან, რადგან პენსიით აღებული სესხის დასაფარი თანხა პენსიიდან ეჭრებათ, მაგრამ ამ სესხის დაფარვა ძალიან მძიმე ტვირთად აწევთ.

პრემიერის თქმით, მთავრობა შეიმუშავებს ისეთ რეგულაციებს, რომლებიც პენსიონერებს უფლბებს დაიცავს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე ისეთი რეგულაცია არსებობდეს, რომელიც პენსიონრების უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს და არ გამოიწვევს იმას, რაც დღეს ხშირად გვაქვს, როცა ფულადი სახსრების თვალსაზრისით, ჩვენი პენსიონერებისთვის თვიდან-თვემდე ჩამორჩენაა. ეს ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს ეხება და ეს სერიოზული გამოწვევაა. აქაც სერიოზული სამუშაოს ჩატარება გვჭირდება, რომ ჩვენს მოქალაქეებს კონკრეტული პროდუქტი შევთავაზოთ, მაგრამ ამ საკითხზე ვმუშაობთ და ძალიან მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები აქაც გვექნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics