14:46 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 18:40:44, 1362 ნახვა

საზოგადოება
ბოხუას ქუჩაზე სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

დიდუბის გამგეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.

ბოხუას ქუჩაზე 2438 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  ტერიტორია მავთულბადითა და რკინის კარკასით შემოსაზღვრა. განთავსდა ფეხბურთის კარის ბადეები, გულშემატკივრებისთვის კი, საჩრდილობლით ფერადი ტრიბუნები დამონტაჟდა.

ამ ეტაპზე, ინოვაციური ხელოვნური საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, ეწყობა გარე განათების სისტემა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 312 811 ლარი გამოიყო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics