10:12 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 08:59:22, 4235 ნახვა

სპორტი
დაგვიანდა თუ არა სამაშველო სამუშაოები-ზოოპარკის ადმინისტრაცია საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს

ზოოპარკის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსის მზია შარაშენიძის ინფორმაციით,  ზოოპარკში სამაშველო სამუშაოები დაგვიანებით მიმდინარეობს.
ამის შესახებ შარაშიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა.
კითხვაზე-რა იგულისხმება სამაშველო სამუშაოების დაგვიანებით განხორციელებაში, შარაშიძემ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით დღის მეორე ნახევარში პრესკონფერენციას გამართავენ.
"მიმდინარეობს სამაშაველო სამუშაოები, მართალია ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მაინც. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღის მეორე ნახევარში პრესკონფერენციას მოვაწყობთ, ყველა ინფორმაციას იქ გავაჟღერებთ",-განუცხადა მზია შარაშიძემ "ექსპრესნიუსს"
 ცნობისთვის, ძლიერი წვიმის გამო, წუხელ  ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.  შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დედაქალაქში გადაადგიებისგან თავი შეიკავონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics