16:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 13:59:49, 2067 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: მომავალში „უპრაგონოდ“ სესხები აღარ გაიცემა - განულება ერთჯერადი აქტია

„დღეიდან, ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ  ასე იოლად და ასე „უპრაგონოდ“ დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ეს ყველაფერი“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გაანცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ინიციატივა შემაცირებს ჭარბვალიანობას და შეიქმნა იმისთვის, რომ შეიცვალოს თამაშის წესები.

„ჩვენ ვამბობთ ასეთ რაღაცას, იყო უპასუხისმგებლო დაკრედიტება, არ ხდებოდა შემოწმება ადამიანის შემოსავლის, ხდებოდა დიდი ჯარიმებისა და პროცენტები დარიცხვა, შემდეგ შემოვიდა ამის რეგულაციები და ამის შეზღუდვა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, ანუ ჩვენთვის ეს არის პრაქტიკულად ამოსავალი წერტილი. დღეიდან, ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ  ასე იოლად და ასე „უპრაგონოდ“ დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ეს ყველაფერი და შემდგომში პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს, ანუ მომავალში აღებული სესხი, რომელიც უკვე ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული წესით იქნება დადგენილი. ამას არავინ წაახალიასებს, ეს არის ერთჯერადი აქტი, მიბმული არის ზუსტად იმასთან, რომ თამაშის წესები რამენაირად შეიცვალის, მომავალი თამაშის წესები გამორიცხავს უპასუხისმგებლო დაკრედიტებას და ასეთი დოზით ჭარბვალიანობას, მეორე თუ ვინმე სამომავლოდ მაინც მოხვდება „შავ სიაში“, არ ნიშნავს, რომ მასთან ვიღაცა მივა და გადაუხდის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ფინანსური დავალიანება გაუნულდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics