|
2018-11-16 17:28:48, 1732 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ცქიტიშვილი - ოპონენტები ძალაუფლებისთვის მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს
„ჩვენი ოპონენტებისთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ. როგორც მან აღნიშნა, ასეთ საკითხებზე სპეკულაცია და ტყუილებით საუბარი მიუღებელია. „მეორე მხრივ, ყველა ქვეყანაში არის გარკვეული თემები, რომლებზეც მორატორიუმი ცხადდება იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური საარჩევნო კამპანიების დღის წესრიგი. ცალსახაა, რომ არანაირი მორალი და ზნეობა არ გააჩნიათ ჩვენს ოპონენტებს და ნებისმიერი თემის გამოყენება სურთ პოლიტიკური ქულების დასაწერად. ეს ის თემაა, რაზეც პოლიტიკური ჯგუფები არ უნდა კამათობდნენ და რაზეც ერთიანი კონსოლიდირებული აზრი უნდა გვქონდეს. მითუმეტეს ჯარით მანიპულირება. არც ერთი ქვეყანა ამის უფლებას თავის თავს არ აძლევს. ჯარი არის ის საფუძველი, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური სპექტრი არის ერთიანი თავდაცვითუნარიანობის და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების საკითში. თუნდაც თუკი რომელიმე ყოფილ სამხედრო პირს აქვს სურვილი გამოეხატა მხარდაჭერა, ამის აფიშირება და ამაზე აქცენტების გაკეთება ეს არის ამორალური და მიუღებელი. ეს ჩვენი ოპონენტების ხელწერაა. მათთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)