13:44 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-15 20:19:10, 1687 ნახვა

საზოგადოება
​ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია

ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.

მომხდარის გამო დამწვრობის ეროვნულ ცენტრში 4 ადამიანი გადაიყვანეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

გარდა ამისა, აფეთქების შედეგად ჩამოშლილმა სამშენებლო მასამ ახალგაზრდა ქალი და 1-წლამდე ბავშვი მოიყოლა. მათი სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაახლოებით 6-საათიანი ძებნის შემდეგ,  მაშველებმა ჯერ ქალის, შემდეგ კი, ჩვილის ცხედარი იპოვეს. ისინი პროზექტურაში არიან გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ადგილზე მთელი დღის განმავლობაში თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ხუციშვილი იმყოფებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics