03:30 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 18:16:31, 5682 ნახვა

კომენტარი
ცესკო-ს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უარყოფს

არ გავსულვარ დღეს ცესკოს შენობიდან და არ შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის მტკნარი სიცრუე, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის ბიძინა ივანიშვილს ხვდება, ის „ნაცინალური მოძრაობიდან“ დანიშნულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს ხვდებოდა.

„მინდა, გამოვეხმაურო გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ აბსოლუტურ ტყუილ და მცდარ ინფორმაციას, რომელიც სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით, ისევ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაა. მინდა, აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც მე დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დილით მოვედი, ამ ადმინისტრაციულ შენობაში ვარ, საერთოდ არ დამიტოვებია შენობა, ვინაიდან, სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, სამუშაო ვითარება, სამუშაო შეხვედრები მქონდა. ზუსტად იმ დროს, როდესაც მედიასაშუალებით ეს მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს მე სხვაგან შეხვედრაზე ვიმყოფებოდი, ამ დროს სამუშაო ოთახში „ნაციონალური მოძრაობიდან“ დანიშნულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი. ამავდროულად, მინდა მივმართო იმ მედიასაშუალებებს, რომ სულ მცირე ბოდიში აქვთ მოსახდელი საზოგადოებასთან და საკუთარ კოლეგებთან, რომლებიც ტყუილი ინფორმაციის გავრცელებით შეიყვანეს შეცდომაში და სხვაგან გადაამისამართეს. ამავდროულად, მინდა საზოგადოებას მივმართო და ჟურნალისტებს ვუთხრა, რომ ცესკო-ს არასდროს ჰქონია რაიმე ინფორმაციის გავრცელების პრობლემა. ჩვენ ვართ საჯარო ინსტიტუცია, აბსოლუტურად საჯაროდ ვმოქმედებთ და ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება, როგორც აქამდე, ისე ახლაც არის შესაძლებელი და მინდა ვთხოვო, ასე ხელაღებით ნუ დაუჯერებენ გავრცელებულ ტყუილებს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics