|
2018-11-14 16:41:42, 1526 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო ვაშაძის განცხადებაზე - იმსჯელოს მან, ვისაც მინიმუმ ერთი ღამე აქვს გატარებული კლინიკაში ავადმყოფის მოსავლელად
„იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ჯანდაცვა ყველასთვის აქტუალურია, ჯანდაცვაზე უნდა იმსჯელოს იმ ადამიანმა, ვისაც მინიმუმ ერთი ღამე აქვს გატარებული კლინიკაში ავადმყოფის მოსავლელად ან მინიმუმ ერთი პროექტი მაინც აქვს გაკეთებული. ასეთი შეფასებები აბსოლიტურად მიუღებელია და რატომ არის მიუღებელი, ამას მე საზოგადოებას განვუმარტავ და არა ამ კომენტარის ავტორს, რომელშიც აშკარად პოლიტიკური ელფერია“, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ ქვეყანაში არ ექცევა ყურადღება დაავადებათა პრევენციას. ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას განუმარტა, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში დაავადებების პრევენციისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. „მოკლედ განვმარტავ რას ნიშნავს პრევენცია. პირველ რიგში ეს არის ვაქცინაცია-ინფექციური დაავადებების თავიდან აცილება. 3,5მლნ-დან 22 მლნ.ლარამდე გაიზარდა ბიუჯეტი ამ წლების განმავლობაში და ჩვენ გვაქვს დასავლეთ ევროპული არაჩვეულებრივი გრაფიკი. მეორე, ეს არის, რასაც ვაქცინით ვერ აიცილებ -ეს არის ინფექციების კონტროლი სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებში. 2015 წელს დავიწყეთ ეს ყველაფერი, სჭირდება განმტკიცება, მაგრამ გზა სწორია. შემდეგი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი-ოჯახის ექიმთან მისვლის შესაძლებლობა, რომელმაც ადრეულ სტადიაზე უნდა დაადგინოს ესა თუ ის დაავადება, თავიდან აგვაცილოს გართულებები და მოგვცეს საშუალება, რომ აიცილო ის, რისი აცილებაც შეიძლება და უმკურნალო მარტივად. 2013 წელს გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ექიმთან მისვლა შეძლო. 2015 წლის კვლევით ამ გაორმაგებულში გაორმაგებულია გეგმიური ამბულატორიული ვიზიტები, ანუ სწორედ ოჯახის ექიმთან ვიზიტები. და ბოლოს სახელმწიფო პროგრამა სიმსივნური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკასა და სკრინინგზე, რაზეც ჩვენ ვხარჯავთ 2მლნ ლარს წელიწადში. ეს არის ის მიდგომა, რაც ჩვენ გვაქვს და როგორმე გვესმის ეს ბევრად უკეთესად, ვიდრე პოლიტიკური განცხადებების ავტორებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)