|
2018-11-14 12:00:47, 1039 ნახვა
საზოგადოება
„პირველი მსოფლიო ომის დასასრული - გზა ევროპისკენ“ - კაუნასში გამოფენა გაიხსნა
კაუნასის პირველი მსოფლიო ომის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „პირველი მსოფლიო ომის დასასრული - გზა ევროპისკენ", რომელზეც რვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, სახელმწიფო და ეროვნულ არქივებში დაცული დოკუმენტებია წარმოდგენილი. ექსპოზიციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა. გამოფენა ასახავს 100 წლის წინანდელ ევროპის ქვეყნებს, მათ შორისა: ლიეტუვა, საქართველო, ბელორუსია, უკრაინა, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია. თითოეულ ამ ქვეყანაში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები წარმოდგენილია წერილობითი და ფოტოდოკუმენტებით. საქართველოს შესახებ ბანერი ასახავს ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიცაა საუკუნის წინათ ჩვენს ქვეყანაში ახალი სახელმწიფოს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის - ჩამოყალიბება, საკანონმდებლო ორგანოს საყოველთაო არჩევნები, კონსტიტუციის მიღება და სხვა. გამოფენა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)