|
2018-11-13 19:25:08, 1972 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი - ინფრასტრუქტურული პროექტები იმიტომ არის დაგვიანებული, რომ კორუფციული ბრალდებების გამო ზედმეტად „ვუჭერთ“
ინფრასტრუქტურული პროექტები ზუსტად იმიტომ არის დაგვიანებული, რომ ზედმეტად ვართ შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო და ზედმეტად „ვუჭერთ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შესაბამისი კითხვების საპასუხოდ განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დონორების მიერ ფინანსდება. „რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან უსამართლოდ არის ამ საკითხთან დაკავშირებული კორუფციული პრეტენზიები. მე პირადად ჩავიხედე ამ პროცესში დეტალურად. ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება დონორების მიერ. ამავდროულად, სრულად ხდება შესყიდვების პროცედურები, კონტროლდება და მეტად თავსებადია შესყიდვის სტანდარტებთან. პროექტები ზუსტად იმიტომ არის დაგვიანებული, რომ ჩვენ ზედმეტად ვართ შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო და ზედმეტად „ვუჭერთ“. ამიტომ უფრო მეტად ფრთხილები ვართ, დაგვიანების მიზეზი ზუსტად ეს არის. ის, რომ მანდ რაღაცა ტიპის კორუფციაა, არის ერთჯერადი მოვლენა. შეუძლებელია რომელიმე თანხა სადმე წავიდეს, ეს არის მიმართული თანხა კონკრეტული პროექტისთვის. დაგვიანება ასევე იმით არის გამოწვეული, რომ ზოგ შემთხვევაში ამ დონორების მიერ დადგენილი პროცედურები მართლა ძალიან რთულია. იმდენი პროცედურაა შიგნით, რომ რიგ შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ უძლებს და ჩაშლილია ეს ტენდერი, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ძალიან დიდი დრო მიაქვს. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ისიც აღიარა, რომ ერთ-ერთი კომპონენტი იყო ასევე ოპტიმალური დაგეგმვა. ეს ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას ლარის კურსზე. ჩვენ ვაკონტროლებთ დეფიციტს სრულად. შესაბამისად. მე ვერ ვხედავ ვერანაირ რისკს. პროექტების დაგვიანებაზე შეკითხვები სწორია, ხოლო კორუფციაზე შეკითხვები მეტწილად სპეკულაციებია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)