|
2018-11-13 18:47:13, 2089 ნახვა
ეკონომიკა
მინისტრი: ჩვენი მიზანია ადამიანური კაპიტალის რეიტინგში გავაუმჯობესოთ ჩვენი პოზიცია
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, აუცილებელია მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. „როგორც იცით, მიმდინარე წელს, მსოფლიო ბანკმა ახალი რეიტინგის - ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევა დაიწყო. აღნიშნული ინდექსი, ძირითადად, ჯანდავისა და განათლების კომპონენტებს მოიცავს, თუმცა ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიას, სურსათის უვნებლობას ცხოვრების ჯანსაღ წესს და სხვა კომპონენტებსაც. კვლევის მიხედვით, საქართველო 61-ე ადგილზეა 157 ქვეყანას შორის. თუ შევადარებთ ჩვენს შედეგებს სხვადასხვა ჯგუფის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, დავინახავთ, რომ მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფს ჩამოვრჩებით, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ არის ის შედეგი, რისი მიღწევაც გვინდა და ჩვენი მიზანია, მომდევნო 5 წელიწადში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ჩვენი პოზიცია ამ რეიტინგში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი განცხადებით, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაზე, რომლის შესრულებამ მნიშვნელოვნად უნდა გაგვიუმჯობესოს პოზიციები აღნიშნულ ინდექსში, რაც თავისთავად ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების შედეგი იქნება.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)