|
2018-11-13 17:28:34, 1791 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: საქართველოს ეკონომიკაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უკავია
საქართველოს პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც კერძო სექტორს უკავია ეკონომიკის განვითარებაში. „დღეს, საქართველოს ეკონომიკაში წარმმართველი კერძო სექტორია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 8.0%-ის ფარგლებშია, მაშინ, როდესაც კერძო ინვესტიციები მშპ-ს 30%-ს აღწევს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ბიზნეს სექტორში ბრუნვის მოცულობა 19.2%-ით, გამოშვება 14.2%-ით, ხოლო დასაქმება 4.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 40 ათასით იზრდება, თუმცა აღნიშნული ზრდა, მაინც არ იძლევა საშუალებას მნიშვნელოვნად შევამციროთ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ჩვენი რესურსების მივმართოთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)