|
2018-11-12 18:34:07, 1712 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზა“ წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა
„საქართველოს რკინიგზა“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებული, წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორის ნომინაციაში გახდა. პროფესიული განათლების კვირეული დასრულდა. გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ: დაჯილდოების ცერემონიას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები ესწრებოდნენ. „საქართველოს რკინიგზა სრულად იზიარებს სახელმწიფო პოლიტიკას პროფესიული განათლების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ, სწორედ ამიტომ დავაარსეთ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი. სადაც ისწავლება 8 ახალი სასწავლო პროგრამა და მისი მეშვეობით საქართველოში ინერგება დუალური სწავლების მეთოდი, რაც გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლას. მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზა არის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და ძალიან გვეამაყება რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სარკინიგზო კოლეჯი საქართველოს რკინიგზას პროფესიულ კადრებს მოუმზადებს,“ - აღნიშნა სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ. „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტის პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის - ISWD Project ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ. კონკურსის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზებაა. „პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული, რომლებიც გაემგზავრებიან გერმანიაში და მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო პროგრამაში. ისინი ასევე დაესწრებიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო გამოფენას. იმედი გვაქვს მსგავსი პროექტები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას საქართველოში,“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ. პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში, რკინიგზის სატრანსპორტო კოლეჯში, ღია კარის დღე გაიმართა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლობა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სიმულატორებს, ტექნიკურ აღჭურვილობას და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.
(R)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)