|
2018-11-12 17:14:54, 1752 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი ენმ-ს: გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, სათითაოდ დაგივლით დედიან-მამიანად
„გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, დაგივლით სუყველას დედიან-მამიანად“, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ენმ-ის წევრს რომან გოცირიძეს. ირმა ინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურში, საზოგადოების მხარდაჭერას ვერ დაიმსახურებენ. „თქვენ რაც ჩაიდინეთ, შეცდომა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაული იყო, სისტემური დანაშაული, და ყოველდღე მადლობას უნდა უხდიდეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ იმან გადაგარჩინათ თქვენ, ეს პრეტენზია გვაქვს ქართულ ოცნებასთან. თორემ აქ ჩვენი თანამებრძოლი ხალხია, ერთად ვიბრძოდით თქვენი რეჟიმის და თქვენი ბოროტების წინააღმდეგ. და ძალიან მარტივად მინდა გითხრათ - გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის არ ეშინია ამ ქვეყანაში, იმ პლაკატებს ახლა, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამითი. ჩვენც დაგივლით სათითაოდ, ყველას კარებთან მოვალთ და ვერავინ ვერ გამაჩერებთ, ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და კოდორი გაყიდეთ... ამიტომ გეუბნებით, ჩააქრეთ ფარები, თქვენი ტიტუშკების არავის არც ეშინია, არც გვარამიასი ეშინია არავის, იქიდან რომ დედას იგინება, დედის გინებაზე კი არა, დაგივლით სათითაოდ, სათითაოდ დაგივლით დედიან-მამიანად სუყველას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)