02:39 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 17:15:11, 1782 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - შსს მზად არის, ხორავას ქუჩის საქმეზე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინოს

შსს მზად არის, ნებისმიერ დროს წარმოადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხს შს მინისტრ გიორგი გახარიას ესაუბრა:

„დღეს დილით მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან და მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics