09:55 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 10:03:12, 1627 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ატოცში დღეს მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ დღეს, 13:00 საათზე, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებს.

„აქციის მიზანია, ხელისუფლებას მოუწოდოს თავდაცვის ბიუჯეტის დაფინანსების გაორმაგება მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

ამასთან, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, იმუშაოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სა და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან, რომ მათ რუსეთთან ოფიციალური თუ არაოფიციალური კომუნიკაციის დროს აქტიურად დააყენონ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი.

გასაგებია, რომ მოწინააღმდეგე ჩვენზე ბევრად დიდი და ძლიერია, თუმცა ჩვენს მხარესაა სიმართლე და მორალი. მცირე და მართალი ერების მიერ წარმატებული თავდაცვის მაგალითებიც ბევრი გვაქვს თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში“, - აცხადებენ „გირჩში“.

მათივე ცნობით, აქციას უერთდება სამოქალაქო მოძრაობა რუსეთი ოკუპანტია • Russia Is An Occupier. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics