|
2018-11-09 18:15:32, 3301 ნახვა
ეკონომიკა
გოცირიძე 10 მილიონი დოლარის შესყიდვაზე: სებ-მა ლარის დასუსტებაზე იმუშავა
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის მიერ 10 მილიონი დოლარის შესყიდვას ეხმაურება. როგორც გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სებ-ი იძულებულია ამ ფორმით რეზერვები შეავსოს. "დღეს ეროვნულმა ბანკმა საოცარი ნაბიჯი გადადგა: გაუფასურებული ლარის პირობებში აუქციონზე 10 მილიონი დოლარი იყიდა, ანუ მიმოქცევაში 27 მილიონი ლარი გაუშვა, ანუ ლარის დასუსტებაზე იმუშავა. აბსურდია ხომ? კი, მაგრამ ამას აქვს თავისი საფუძველი: უცხოური ვალუტის რეზერვებში კლებაა ( საგარეო ვალების მომსახურების გამო), ხოლო სავალუტო ფონდთან არის შეთანხმება წლის ბოლომდე რეზერვების განსაზღვრულ ოდენობამდე შენარჩუნების. ამიტომ, ეროვნული ბანკი იძულებულია ამ მძიმე დროს ამ ფორმით შეავსოს რეზერვები. ლარი რეზერვებთან დაკავშირებული შეთანხმების მძევალი გახდა. რეზერვები კი ხუთი წლის წინანდელ დონემდე იმიტომაა გაყინული, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ ახდენს მის გენერირებას. ამ წუთას ამის მიზეზი ბიუჯეტის ხარჯებში არსებული ჩამორჩენაცაა. დაიგვინა ინფრასტუქტურისათვის განკუთვნილმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა დოლარმა, რომლის ნაწილი რეზერვებშიც აისახებოდა. აი, ერთი მაგალითი, თუ რა გავლენა აქვს ეკონომიკას და ბიუჯეტს ლარზე", - წერს რომან გოცირიძე.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)