|
2018-11-08 18:47:39, 2244 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: 400-ლარიანი პენსია შეუძლებელია იმ მოცემულობაში, სადაც ვართ
„400-ლარიანი პენსია შეუძლებელია იმ მოცემულობაში, სადაც ახლა ვართ“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის დაპირებას პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო უწოდა. „სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება პოლიტიკაში. თვითონვე დაიხიეს უკან და თქვეს, რომ არ გვიგულისხმია, ერთ წელში მოხდება ესო, არც 2 წელიწადში და მგონია, რომ არც სამ წელიწადში. 400-ლარიანი პენსია ბუნებაში შეუძლებელია იმ მოცემულობაში, ახლა სადაც ვართ. თუ დავხურავთ უამრავ უწყებას, 1000-ლარიან პენსიასაც დავნიშნავთ, ოღონდ ეს სამი თვე გაგრძელდება. ის, რა ვალდებულებაც აიღო მთავრობამ ამ ეტაპზე 20 ლარით გაზრდის და საპენსიო რეფორმა, ამ ეტაპზე არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)