|
2018-11-08 14:33:33, 1765 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: ლარის კურსთან ერთად, ფაქტობრივად მთელი ქვეყანა თავისუფალ ცურვაშია
მოვუწოდებ ხელისუფლებას, მომავალ კვირაშივე განვიხილოთ კანონპროექტი აქციზის განახევრების შესახებ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, აქციზის განახევრების შემთხვევაში ბენზინი მინიმუმ 20-25 თეთრით გაიაფდება, რაც მოსახლეობის პრობლემებს შეამცირებს. „ლარის კურსთან ერთად ფაქტობრივად მთელი ქვეყანა თავისუფალ ცურვაშია დღეს და ქვეყანას არ ყავს პატრონი და ხელისუფლება, რომელიც რამეს გააკეთებდა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად. ამიტომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“, ვთავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯს, პარლამენტში შეტანილი გვაქვს კანონპროექტი აქციზის განახევრების შესახებ. აქციზი გააორმაგა „ქართულმა ოცნებამ“ და კვირიკაშვილის მთავრობამ 1 წლის წინ, ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა დაუბრუნდეს აქციზი ძველ ნიშნულს, განახევრდეს, რაც მინიმუმ 20-25 თეთრით მყისიერად გააიაფებს ბენზინს და ეს იქნება ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ დავეხმარებით მოსახლეობას. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, მომავალ კვირაშივე განვიხილოთ ჩვენი კანონპროექტი გავანახევროთ აქციზი, ამითი 25 თეთრით შევამციროთ ბენზინის ფასი და ოდნავ მაინც დავეხმაროთ მოსახლეობას მათი პრობლემების მოგვარებაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)