|
2018-11-08 12:26:18, 1506 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: პროფესიული განათლება ადამიანური კაპიტალის და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში კონფერენციას -„ჩვენ პროფესიონალები ვართ" უმასპინძლა. კონფერენციის დახურვაში მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. კონფერენცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში გაიმართა. 16 მილიონიანი პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია განავითაროს და აამაღლოს პროფესიული განათლების ხარისხი საქართველოში ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების შესაბამისად. აჭარაში ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის არსებული შესაძლებლობები და განისაზღვრა სამომავლო სტრატეგია, რაც პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობას შეუწყობს ხელს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველო-ამერიკის წარმატებულ თანამშრომლობას. „მილენიუმის დაფინანსებით, ბათუმის საზღვაო აკადემიაში განხორციელდა პროექტი, რომელიც ჩვენს სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას მისცემს. პროფესიული განათლება ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. კონფერენციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, ასევე კერძო სექტორის, პორტების, საკრუინგო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)