05:40 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 18:47:42, 776 ნახვა

რეგიონი
საახალდაბოს ტერიტორიაზე ჯიხური და საპარკინგე ადგილი მოეწყობა

შუახევში, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბათუმი- ახალციხის საავტომობილო გზის, ხიჭაური- გორხანაულის (საახალდაბოს) მიმდებარედ საპიკნიკე ადგილი მოეწყო.

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზიდან დასასვენებელ ადგილამდე მოეწყო ასასვლელი კიბე მოაჯირებით, ფანჩატური, საბაღე სკამები, ბილიკი და განათება.

მუნიციპალიტეტის მერიამ, საახალდაბოს ტერიტორიაზე, გზის მეორე მხარეს სავაჭრო ჯიხურის მშენებლობა და საპარკინგე ადგილის მოწყობა გადაწყვიტა.

კეთილმოწყობით სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 868 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,სხეფელა“ აწარმოებს.

განხორციელებული პროექტით როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს, მგზავრებს საშუალება ექნებათ მოწესრიგებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გაჩერების, ბუნებაში დასვენების, წახემსების, გართობისა და თავისუფალი დროს გატარების შესაძლებლობა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics