|
2018-11-07 13:29:36, 1747 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: საუბარი, რომ ბახტაძე და სხვა ლიდერები იქნებიან გადაყენებული, დისონანსის მიზნითაა წამოწყებული
„ყველანაირი საუბარი, რომ მამუკა ბახტაძე ან სხვა პარტიული ლიდერები იქნებიან დათხოვნილი და გადაყენებული, არის ერთადერთი მიზნით წამოწყებული, რომ რაღაცა დისონანსი შემოიტანონ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკი საკადრო ცვლილებებს საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხავს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაცია, რომ შესაძლოა მდინვები შეიცვლოს - უარყოფს. „მდივნების ცვლილებაზე არანაირი საუბარი არ არის. ეს არის ვიღაცის მოგონილი ნარატივი რომ შეიტანონ რაღაც დისონანსი გუნდში. თუკი საჭირო იქნება, რასაკვირველია, საკადრო ცვლილებებიც არ დააყოვნებს, თუნდაც იმ ვერტიკალის გასაძლიერებლად, რასაც პარტიული მართვა ჰქვია. აქედან გამომდინარე არაფერი გამორიცხული არ არის. მდივნებთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული იმიტომ, რომ შესანიშნავი ადამიანები და სწორად მომუშავე ადამიანები არიან. ვფიქრობ, რომ პარტიაში საკადრო ცვლილებები ნორმალური ამბავია და თუნდაც მთავრობაში რომ მოხდეს, არც ამას გამოვრიცხავთ. მთავარია ის, რაც დაგეგემილია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)