|
2018-11-06 13:22:34, 1786 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას არჩევნებს არ უკავშირებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მტავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს არჩევნებს არ უკავშირებს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, გამოძიება საკუთარი სტანდარტების მიხედვით მოქმედებს. „მე არ ვიცი დეტალები. ჩვენ ველოდებით პროკურატურა გაასაჯაროებს ინფორმაციას, რომელიც იქნება უკვე საფუძველი,რომ ვნახოთ კონკრეტულად რა ბრალდებაზეა საუბარი. სხვა დეტალები ჯერჯერობით ჩემთვის ცნობილი არ არის. თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია რეაგირების ფაქტი და კიდევ ერთხელ ვამბობ, მუდმივად ხდება ხოლმე საარჩევო კალენდართან დაკავშირება, მაგრამ საარჩევნო კალენდრის მიუხედავად გამოძიებას აქვს ვალდებულება მოახდინოს რეაგირება მაშინ და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საფუძველს აძლევს მიიღოს საპროცესო გადაწყვეტილება", - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი გუშინ წარედგინა. ადვოკატის ინფორმაციით, მას სსკ-ის 126-ე მუხლს ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს. კერძოდ, ოთარ ფარცხალაძესა და ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირება 2017 წლის 12 მაისს მოხდა, რა დროსაც თორდიამ ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ფარცხალაძის სასამართლო პროცესი გუშინ ბრალის წარდგენის შემდეგ გაიმართა და მას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)